არჩევნები 2020

SURVATION: კანდიდატების რეიტინგი რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში

ტელეკომპანია რუსთავი 2, მისი დაკვეთით ჩატარებულ წინასაარჩევნო გამოკითხვას აქვეყნებს, რომელიც ბრიტანულმა კომპანია SURVATION-მა ჩაატარა. 

გამოკითხვის მიხედვით, კახეთში, თელავი, ყვარელი, ახმეტა ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატების რეიტინგი შემდგნაირად გამოიყურება:

  • ირაკლი ქადაგიშვილი, ქართული ოცნება - 52.1%;
  • გიორგი ბოტკოველი, ნაციონალური მოძრაობა - 38.8%;
  • ზურაბ ჭიაბერაშვილი. ევროპული საქართველო - 7.7%;
  • სოსო პარწიკანაშვილი. პატრიოტთა ალიანსი - 1%;
  • სხვა კანდიდატები - 1.2%.

ამავე ოლქში გამოკითხვის მიხედვით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ამომრჩევლების 69.9% გეგმავს, კიდევ 9% ფიქრობს, რომ ალბათ მიიღებს, გამოკითხულთა 18% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი არ აქვს, ხოლო 4% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. 

ამავე ოლქში პროპორციული პარტიულ სიაზე ამომრჩევლების შეხედულებები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 53.5%;
  • ნაციონალური მოძრაობა - 34.9%;
  • ევროპული საქართველო - 3.1%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 1.9%;
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.8%;
  • ლეიბორისტული პარტია - 1.8%;
  • ერთიანი საქართველო - 0.9%;
  • გირჩი - 0.9%;
  • ლელო - 0.4%.

SURVATION-ის კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა განწყობები შემდეგნაირად გამოიყურება კასპის და გორის მაჟორიტარულ ოლქში:

  • გიორგი ხოჯევანიშვილი, ქართული ოცნება - 66.9%;
  • ბადრი ბასიშვილი, ნაციონალური მოძრაობა - 15.7%;
  • ლევან თარხნიშვილი, ევროპული საქართველო - 7.4%;
  • პაპუნა კობერიძე. ლელო - 5.6%;
  • კობა მაზანაშვილი, პატრიოტთა ალიანსი - 3.8%;
  • სხვა კანდიდატები - 0.8%

ამავე ოლქში გამოკითხულთა 72% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, 8% ამბობს, რომ ალბათ მიიღებს, მონაწილეობა არ გადაუწყვეტია 14%-ს, ხოლო 6% ამბობს, რომ მონაწილეობას არჩევნებში არ მიიღებს.

ამავე ოლქში პროპორციული პარტიულ სიაზე ამომრჩევლების შეხედულებები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 61.9%;
  • ნაციონალური მოძრაობა - 14.9%;
  • ევროპული საქართველო - 5.7%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 5.7%;
  • ლეიბორისტული პარტია - 4.3%;
  • პატრიოტთა ალიანსი - 2.7%;
  • ლელო - 1.8%;
  • ერთიანი საქართველო - 1.7%;
  • გირჩი - 0.8%;
  • თავისუფალი დემოკრატები - 0.5%.

გამოკითხვის მიხედვით, აჭარაში, თელავი, ქედა, შუახევი, ხულოს მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატების რეიტინგი შემდგნაირად გამოიყურება:

  • ანზორ ბოლქვაძე, ქართული ოცნება - 65.1%;
  • მიხეილ ბოლქვაძე, ნაციონალური მოძრაობა - 21.9%;
  • ჯამბულ ხოზრევანიძე, ლელო - 5.3%;
  • ტარიელ ნაკაიძე, ევროპული საქართველო - 3.3%;
  • ზორბეგ ბერიძე, პატრიოტთა ალიანსი - 1.2%;
  • სხვა კანდიდატები - 3.2%.

ამავე ოლქში გამოკითხულთა 83% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, 6% ამბობს, რომ ალბათ მიიღებს, მონაწილეობას საკითხი არ გადაუწყვეტია გამოკითხულთა 6%-ს, ხოლო 2% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამავე ოლქში პროპორციული პარტიულ სიაზე ამომრჩევლების შეხედულებები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 65.9%;
  • ნაციონალური მოძრაობა - 19.4%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 4.2%;
  • ლელო - 4.2%;
  • ევროპული საქართველო - 3%;
  • პატრიოტთა ალიანსი - 1%;
  • ლეიბორისტული პარტია - 0.8%;
  • თავისუფალი დემოკრატები - 0.5%
  • სხვა პარტიები - 1%.

კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის საარჩევნო ოლქში რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს - პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • გოგი მეშველიანი (ქართული ოცნება) - 50.7%
  • კახა ოქრიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) - 44.1%
  • გიორგი ჭელიძე (ლელო) - 4.3%
  • სხვა - 0.9%

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის საარჩევნო ოლქში? - ამ შეკითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 67%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 23.3%
  • ერთიანი საქართველო - 4.3%
  • პატრიოტთა ალიანსი - 2.5%
  • ლელო - 1.3%
  • ევროპული საქართველო - 0.8%
  • თავისუფალი დემოკრატები - 0.8%

ასევე კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის საარჩევნო ოლქში - პასუხები ასე გადანაწილდა:

  • თითქმის დარწმუნებული ვარ - 71%
  • ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 18%
  • 50-50-ზე - 7%
  • არ მივიღებ მონაწილეობას - 4%

Survation-მა კვლევა 12-19 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა და სულ 1 828 მოქალაქე გამოკითხა.

კომენტარები