მერაია ქერი

მერაია ქერი: 12 წლის ასაკში ჩემმა დამ ვალიუმი დამალევინა და სუტენიორზე მყიდდა

Getty Images

ამერიკელმა მომღერალმა, მერაია ქერიმ, მემუარები - The Meaning of Mariah Carey გამოუშვა, სადაც თავის ბავშვობასაც იხსენებს და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე ჰყვება.

მერაია ქერი წიგნში წერს, რომ ბავშვობაში მისი და მასზე ძალადობდა და მისი სექსმუშაკად დასაქმება უნდოდა.

"როდესაც 12 წლის ვიყავი, ჩემმა დამ ვალიუმი დამალევინა, მთავაზობდა ფრჩხილზე დაყრილ კოკაინს, მესამე ხარისხის დამწვრობა მომაყენა და უნდოდა, სუტენიორისთვის მივეყიდე". – წერს ის.

მომღერალი ასევე წერს, რომ მისი დის შეყვარებული, ჯონი, საროსკიპოს მართავდა. ის იხსენებს, რომ ერთხელ მოტყუებით ჯონთან ერთად საღამოს განმარტოებით გატარება მოუწია, რომელიც Drive-in კინოთეატრში დასრულდა, სადაც მას ჯონმა თითქმის ხელი მოხვია.

მერაია ქერის თქმით, იმ მომენტში გადაარჩინა იმან, რომ მათ გვერდზე მანქანა გაჩერდა და ჯონი იძულებული გახდა ის სახლში წაეყვანა.

"დისფუნქციური ოჯახები იდეალური ნადავლია მოძალადეებისთვის". – თქვა მან.

მერაია ქერის დამ, ალისონმა, The Sun-თან საუბრისას უარყო ბრალდებები და თქვა, რომ  შოკირებულია ამ ყველაფერის წაკითხვით.

კომენტარები