2020 წელს გარდაცვლილები

79 წლის ასაკში ელვის პრესლის სიმღერების ავტორი მაკ დევისი გარდაიცვალა

0 კომენტარი
ფოტო: MeTV

79 წლის ასაკში ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი მაკ დევისი გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ქანთრი მუსიკოსმა სახელი ელვის პრესლისთვის დაწერილი სიმღერებით გაითქვა. მას ეკუთვნის ისეთი ჰიტები, როგორებიცაა A Little Less Conversation, In The Ghetto, Memories და Don't Cry Daddy. 2010 წელს დევისი კომპოზიტორთა დიდების დარბაზში შევიდა. 

დევისმა სოლო კარიერის განმავლობაში 11 ალბომი გამოსცა. ასევე ტელევიზიასა და კინოში ათობით როლი შეასრულა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები