სესხების მომსახურების გადავადება

ლეჟავა: სესხების საყოველთაო გადავადების მესამე ტალღა არ იგეგმება

სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას თქმით, არ იგეგმება, რომ საყოველთაო გადავადებას ბანკები მსესხებლებს მესამედაც შესთავაზებენ.

მსესხებლებს სესხების დაფარვის საყოველთაო გადავადება პირველად მარტში შესთავაზა, მაისში კი საშეღავათო პერიოდი მსესხებლების ნაწილს კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივდა.

"გადავადების მესამე ტალღა არ იგეგმება, ამის მოლოდინი არ გვაქვს, რომ საყოველთაო ტიპის გადავადება იქნება, თუმცა საბანკო სექტორის მხრიდან დახმარების მზაობა ნამდვილად არის, ისინი ინდივიდუალურად იმუშავებენ კლიენტებთან და, საჭიროებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, ვის გაუკეთონ საშეღავათო პერიოდი და ვის არა". - ამბობს ლეჟავა.

შეგახსენებთ, რომ მსესხებლებს სესხების დაფარვის საყოველთაო გადავადება მთავრობამ პირველად მარტში შესთავაზა, მაისში კი საშეღავათო პერიოდი მსესხებლების ნაწილს კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივდა.

კომენტარები