ნაციონალური მოძრაობა

სანიკიძე: შემოიტანეთ სახარება და დავიფიცებ

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი2

"დღეს, 6 საათზე გავიგე, რომ სიაში ვიყავი. ზუსტად ასე არის, თუ არა და შემოიტანეთ სახარება და დავიფიცებ აქ." - ამბობს გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

გუბაზ სანიკიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიის ოცეულშია. სანიკიძე სიაში მე-16 ნომერია.   

"ზუსტად 6 საათზე გავიგე, რომ ვიყავი სიაში. დამირეკეს და მითხრეს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მითხრა. კობა ნაყოფიამ მითხრა. არ ვიცი, სხვას ამცნო თუ არა, მაგრამ კობასთან მქონდა კონტაქტი და მითხრა.

[...] ვთავმდაბლობ ახლა, ვიფასებ თავს, თუ რა? რაც არის, იმას გეუბნებით. ვისაც არ გჯერათ, კისერი გიტეხიათ, რა. აუ, არ წაიღეს ტვინი, კაცო?!" - ამბობს სანიკიძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ჩასვა ქვეყნის ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო სიაში, სანიკიძე პახუხობს, რომ "ის თვლის ალბათ, რომ მე საჭირო ვარ, ვიყო პარლამენტში და ჩემთვის იყოს ტრიბუნა."  

"რა დროის სია იყო, გიორგობა დღე იყო" - ასე პასუხობს სანიკიძე კითხვას, განიხილა თუ არა სიის საკითხი მიხეილ სააკაშვილთან მაშინ, როდესაც უკრაინაში ჩავიდა.

ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას სრული საარჩევნო სია - ნახეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები