ეკონომიკა

EBRD-მა 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2%-ით შეამცირა

Getty Images

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [EBRD] ახალ საპროგნოზო დოკუმენტში სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. 

განახლებული დოკუმენტის მიხედვით, შემცირდა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის შემცირების პროგნოზი, თუკი წინა დოკუმენტში 2020 საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან შემცირებას პროგნოზირებდა, ამჟამად მაჩვენებელი 5%-ით განისაზღვრა, რაც დადებითად შეიძლება შეფასდეს. 

ამავდროულად, უფრო მეტად შემცირდა 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. მაისში გამოქვეყნებულ დოკუმენტში ბანკი პროგნოზირებდა, რომ მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას ვარაუდობდა, ამჟამად იგივე პროგნოზი 2%-ით შემცირდა და 3.5% შეადგინა. 

რეგიონის ქვეყნების მიხედვით ბანკის პროგნოზი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • საქართველო, 2020 წელი - 5% კლება, 2021 წელი - 3.5% ზრდა;
  • აზერბაიჯანი, 2020 წელი - 3% კლება, 2021 წელი - 2.5% ზრდა,
  • სომხეთი, 2020 წელი - 5% კლება, 2021 წელი - 4%;
  • უკრაინა, 2020 წელი - 5.5% კლება, 2021 წელი - 3% ზრდა.

კომენტარები