რუსეთი

რუსეთში ჟურნალისტმა პოლიციის განყოფილების წინ თავი დაიწვა

რუსეთში ჟურნალისტმა ირინა სლავინამ ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის პოლიციის მთავარი განყოფილების წინ თავი დაიწვა. შემთხვევა დღეს, 2 ოქტომბერს მოხდა.

დღესვე, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, ჟურნალსტმა და გამოცემა "Koza Press"-ის მთავარმა რედაქტორმა, საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, – "ჩემს სიკვდილში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულეთ".

თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე, 1-ელ ოქტომბერს, ირინა სლავინას სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა Facebook-ზე დაწერა. სლავინა წერდა, რომ პოლიცია მის სახლში ოპოზიციონერ მიხაილ ხოდორკოვსკისთან კავშირის სამხილებს ეძებდა.

 

კომენტარები