აშშ

ჯო ბაიდენს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

GETTY IMAGES

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯო ბაიდენსა და მის ცოლს, ჯილ ბაიდენს, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

"მოხარული ვარ, რომ მე და ჯილის COVID 19 არ დაგვიდასტურდა. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის". – წერს ბაიდენი ტვიტერზე.

ბაიდენმა და მისმა ცოლმა ახალ კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩაიტარეს, რაც აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს СOVID 19 დაუდგინდათ. ტრამპმა და ბაიდენმა ორი დღის წინ პირველი საპრეზიდენტო დებატები გამართეს.

კორონავირუსი არ დაუდასტურდათ ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს და მის ცოლს, ასევე არ აღმოაჩნდათ კოვიდ ინფექცია ტრამპის უმცროს ვაჟს, ბერონ ტრამპს და ქალიშვილს, ივანკა ტრამპს.

კომენტარები