ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში – 48

0 კომენტარი

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 48 ადამიანია გარდაცვლილი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთ-ერთი აჭარაში მკურნალობდა. პაციენტი 61 წლის ქალი იყო, რომელსაც ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა და შოკი აღენიშნებოდა. ის გვიან ღამით გარდაიცვალა. 

3 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ვირუსის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი.

სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 564 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3992 გამოჯანმრთელდა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები