სტიქია

საფრანგეთსა და იტალიაში ძლიერი წვიმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაკარგულად ითვლება

0 კომენტარი
ფოტო: Reuters/Eric Gaillard

საფრანგეთსა და იტალიაში ძლიერი წვიმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 25 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს

საფრანგეთსა და იტალიაში ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.  

ქარიშხალმა ზღვისპირა ქალაქ ნიცასთან რამდენიმე სოფელს გადაუარა. მერის, კრისტიან ესტროსის თქმით, დაახლოებით, 100 სახლი დაზიანდა, ასევე, დაზიანებულია გზებიც. საფრანგეთში, სულ მცირე, 8 ადამიანს ეძებენ, მათ შორის ორი მეხანძრეა. 

იტალიაში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა - ერთ-ერთი მეხანძრეა, მეორე კი 30 წლის კაცი, რომლის მანქანაც მდინარეში ჩაიძირა, მას შემდეგ, რაც გზა დაზიანდა. 

იტალიაში 17 ადამიანს ეძებენ. მათ შორის არის  გერმანიის ექვსი მოქალაქე - ისინი კუნეოს პროვინციაში მთაში მოგზაურობდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები