კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში Covid 19-ით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა, სულ - 50

AFP - Getty Images

4 ოქტომბერს საქართველოში Covid 19-ით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა – 50-ია.

საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 252 ადამიანი. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 8118 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4244 გამოჯანმრთელდა, 50 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები