ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობები 2020

ფორბსმა 2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი ქალები დაასახელა

Rokzfast

გამოცემა Forbes-მა მიმდინარე წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მსახიობების სია გამოაქვეყნა.

პირველ ადგილზე Modern Family-ის ვარსკვლავი სოფია ვერგარა გავიდა. მსახიობმა წლის განმავლობაში 43 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილს 35.5 მილიონით ანჯელინა ჯოლი იკავებს, შემოსავლის დიდი ნაწილი მსახიობმა Marvel-ის მარადიულებისთვის მიიღო. სამეულს გალ გადო ასრულებს, მოდელისა და მსახიობის შემოსავალმა 31.5 მილიონს მიაღწია. 

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მსახიობების ათეული კი ასე გამოიყურება:

1.სოფია ვერგარა - $43 000 000

2.ანჯელინა ჯოლი - $35 500 000

3.გალ გადო - $31 500 000

4.მელისა მაკარტი - $25 000 000

5.მერილ სტრიპი - $24 000 000

6.ემილი ბლანტი - $22 500 000

7.ნიკოლ კიდმანი - $22 000 000

8.ელენ პომპეო - $19 000 000

9.ელიზაბეტ მოსი - $16 000 000

10.ვაიოლა დევისი - $15 500 000

კომენტარები