ეკონომიკა

ყველაზე წამგებიანი სახელმწიფო კომპანიები 2019 წელს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს სახელმწიფო საწარმოების ჯამური ზარალი 380 მილიონ ლარს გაუტოლდა. 

უნდა ითქვას, რომ მიმდინარე ბოლო 4 წელიწადში ეს საუკეთესო შედეგია. წინა ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების ზარალი საგრძნობლად უფრო მოცულობითი იყო.

წინა წლებისგან განსხვავებით მოგებით დაასრულა წელი საპარტნიორო ფონდმა, რომელშიც რამდენიმე უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა გაერთიანებული, ფონდის წმინდა მოგებამ 2019 წელს 71 მილიონი ლარი შეადგინა. ყველაზე მოცულობითი მოგება, წინა წლების მსგავსად, წელსაც ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აჩვენა და 121 მილიონ ლარს გაუტოლდა. 

რაც შეეხება წამგებიან სახელმწიფო კომპანიებს, მათ რიგში კვლავ მარაბდა-კარწახის რკინიგზის კომპანია ლიდერობს, რომელიც სრული დატვირთვით ჯერაც არ ფუნქციონირებს. 

ყველაზე წამგებიანი სახელმწიფო კომპანიების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • მარაბდა-კარწახის რკინიგზა - 183 მილიონი ლარი;
  • გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - 85 მილიონი ლარი;
  • ენერგოტრანსი - 26 მილიონი ლარი;
  • თბილისის სატრანსპორტო კომპანია - 20 მილიონი ლარი;
  • ენგურჰესი - 8 მილიონი ლარი;
  • საქართველოს რკინიგზა - 6 მილიონი ლარი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები