არჩევნები 2020

თბილისის მერიასთან, აქციაზე სტრატეგია აღმაშენებლის გენერალური მდივანი და 3 წევრი დააკავეს

interpressnews.ge

თბილისის მერიასთან, აქციაზე სტრატეგია აღმაშენებლის 4 წევრი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სტრატეგია აღმაშენებლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის წევრები თბილისის მერიასთან პლაკატების გაკვრის გამო დაჯარიმებას აპროტესტებდნენ. მათივე ცნობით, დაკავებულია პარტიის გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძეც. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები