კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტებიდან 55-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

CNN

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის აქტიური, 4 358 შემთხვევიდან, 55 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ენდელაძის ინფორმაციით, კრიტიკული პაციენტებიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარაში გამოვლინდა, 99 კი თბილისში, იმერეთში - 59, სამეგრელო ზემო სვანეთში - 19, მცხეთა მთიანეთში - 10,  რაჭა-ლეჩხუმში - 1, ქვემო სვანეთში - 1, გურიაში - 3, კახეთში - 3, შიდა ქართლში - 4, ქვემო ქართლში - 1, სამცხე ჯავახეთში - 1. 

დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი, გარდაიცვალა - 4.  სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 887 გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები