ცენტრალური პარკი

ცენტრალური პარკი - თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაცია გამართა [ფოტოები]

0 კომენტარი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაცია გამართა, თუ როგორი იქნება თბილისი ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე. 

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. კალაძემ გუშინ, 5 ოქტომბერს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტერიტორია დედაქალაქს ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართუმ "სრულიად უსასყიდლოდ" გადასცეს. 

კახა კალაძის თქმით, პარკის ტერიტორიაზე იქნება იაპონური პარკი, ასევე, საგანმანათლებლო ტერიტორია, პანორამული პლატფორმა, ხელოვნური ტბა, გუბურა. ასევე, მერის თქმით, ცენტრალურ პარკში იქნება ამფითეატრი, ბოტანიკური ბაღი, შადრევანი და პანორამული ხიდი, ფრანგული ბაღი, კვების ზონა და მდელო. 

ასევე, კალაძის თქმით, ცხოველებისთვის იქნება შესაბამისი სივრცე, "ადამიანებს ხელი რომ არ შეუშალონ." 

მერის ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში 26 ზონა იქნება, მათ შორის, სპორტის ზონა - საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, ასევე, სკეიტ პარკი, ზიპლაინი, სასაზღვრო სატყეო ზონა და ა.შ. მისივე თქმით, პროექტით 3 ავტოსადგომია გათვალისწინებული.  

კალაძის თქმით, პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ბილიკი იქნება - მთავარი ბილიკი, ველოსიპედების ბილიკი, სასეირნო ბილიკი, ბაღების ბილიკი, იაპონური ბაღის ქვის ბილიკი, მთის ბილიკები და მთის ველო ბილიკი. 

კალაძის თქმით, პარკის ლოგო მოჯირითე ცხენია. 

ფოტო: თბილისის მერია

"თბილისის ცენტრალური პარკის სიმბოლოდ გვინდოდა ისეთი ელემენტი შეგვერჩია, რომელსაც ადგილის ისტორიასთან ექნებოდა გარკვეული კავშირი და აქედან გაჩნდა მოჯირითე ცხენის იდეა. ამ ადგილას საბჭოთა პერიოდში იპოდრომი იყო და მოჯირითე ცხენი ამ ისტორიას ასახიერებს. ლოგო ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. 

ჩვენ დეტალურად ჩამოყალიბებული არ ვართ და გვექნება კომუნიკაცია ადგილობრივ ადამიანებთან, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, რომ შევარჩიოთ სწორი ლოგო და მოხდეს სწორი დაბრენდვა. იდეა, რა თქმა უნდა, მოჯირითე ცხენი, პირდაპირ დაკავშირებულია იპოდრომთან და კარგი იქნება, სიმბოლოდ იქნეს შენარჩუნებული". – ამბობს კალაძე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები