დიუნი

ბეტმენის, დიუნის და მატრიცის გამოსვლის თარიღები შეიცვალა

Coming Soon

ჯეიმს ბონდისა და ფორსაჟის მსგავსად კიდევ სამი უმსხვილესი ბლოკბასტერის პრემიერის თარიღები შეიცვალა. 

სტუდია Warner Bros.-მა დენი ვილნევის დიუნის პრემიერა 2020 წლის 18 დეკემბრიდან 2021 წლის ოქტომბერში გადაიტანა, ამ პერიოდში დაგეგმილი ბეტმენის ჩვენებამ 2022 წლის მარტში გადაიწია. კინოთეატრებში რამდენიმე თვით ადრე გამოვა მატრიცა - 2022 წლის 1 აპრილის ნაცვლად, ბლოკბასტერი კინოგაქირავებაში 2021 წლის 22 დეკემბერს ჩაეშვება.

Warner Bros.-ის პრემიერების განახლებული გრაფიკი ასე გამოიყურება:

დიუნი - 2021 წლის 1 ოქტომბერი

ბეტმენი - 2022 წლის 4 მარტი

მატრიცა 4 - 2021 წლის 22 დეკემბერი

ფლეში - 2022 წლის 4 ნოემბერი

შაზამი 2 - 2023 წლის 2 ივნისი

შავი ადამი - 2021 წლის 22 დეკემბერი

არ შეცვლილა ქალი საოცრების გამოსვლის თარიღი. გალ გადოს პერსონაჟს მაყურებელი მიმდინარე წლის 25 დეკემბერს იხილავს.

 

 

კომენტარები