Netflix

NETFLIX-მა სერიალი GLOW დახურა

0 კომენტარი
ფოტო: Glow

სტრიმინგ სერვისმა Netflix ქალ რესლერების შესახებ შექმნილი სერიალი Glow დახურა. 

ამ დროისთვის სერიალის სამი სეზონია გამოსული, მეოთხე სეზონზე მუშაობა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. საბოლოოდ სტუდიამ მაღალბიუჯეტიან პროექტზე უარი თქვა, მსახიობებს კომპენსაცია გადაუხადა და შოუ დახურა.

"კორონავირუსმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს ნაციონალური ტრაგედიაა და მასზე უნდა ვკონცენტრირდეთ. იგივე ვირუსმა მოკლა სერიალიც. Netflix-მა ფინალურ სეზონზე მუშაობა შეაჩერა. ქალებზე საინტერესო და უნიკალური სერიალის კეთების საშუალება დავკარგეთ". – წერენ სერიალის შემქმნელები ლიზ ფლეიჰაივი და კარლი მენში.

სერიალს მთავარი როლის შემსრულებელი ელისონ ბრი სოციალურ ქსელში გამოემშვიდობა:

View this post on Instagram

Home sweet Glow. 💕 #glownetflix

A post shared by Alison Brie (@alisonbrie) on

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები