სამეფო კარის თამაშები

GOT-ის გაგრძელების კიდევ ერთი მსახიობი ცნობილია

Deadline

სამეფო კარის თამაშების გაგრძელების სამსახიობო შემადგენლობას კიდევ ერთი მსახიობი, პედი კონსიდაინი შეუერთდა. 

სერიალის მოქმედება GOT-დე 300 წლით ადრე ხდება და ტარგარიენების სახლის აღზევებას აღწერს. კონსიდაინი ლეგენდარული მეფის, ვიზერის I-ის როლს შეასრულებს. 

მომავალი შოუ ჯორჯ მარტინის რომანს Fire and Blood-ს ეფუძნება. ავტორმა სცენარის დაწერაშიც მიიღო მონაწილეობა, პირველ სერიას GOT-ის მნიშვნელოვანი ეპიზოდის, ბასტარდების ბრძოლის რეჟისორი მიგელ საპოჩნიკი გადაიღებს. 

პრიქველის პრემიერა 2022 წელს იგეგმება. 

 

კომენტარები