2020 წელს გარდაცვლილები

TWIN PEAKS-ის მსახიობი კლარკ მიდლტონი გარდაიცვალა

Deadline

63 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი კლარკ მიდლტონი დასავლეთ ნილოსის ვირუსით გარდაიცვალა.

მიდლტონის კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. მონაწილეობდა ისეთ ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა - Blacklist, Twin Peaks, Kill Bill Vol. 2, Gotham, Fringe. 1997 წელს დაწერა პიესა Miracle Mile, რომელიც რევმატოიდულ ართრიტთან ბრძოლის მისი ისტორიაა.

მსახიობის სიკვდილს Blacklist-ის შემქმნელი, ჯონ ბოუკენკემპი გამოეხმაურა.

"გული მიკვდება. არამარტო ნიჭიერი მსახიობი, არამედ უნიკალური ადამიანი დავკარგეთ. მას სიგიჟემდე უყვარდა საკუთარი საქმე. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, რომელიც Blacklist-ის გადაღებებზე გავიცანი". – წერს პროდიუსერი.

 

კომენტარები