რუსეთი

პუტინის დაბადების დღეზე Pussy Riot-მა რუსეთის სამთავრობო შენობებზე ლგბტ დროშები დაკიდა

0 კომენტარი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად კრემლის მოწინააღმდეგე აქტივისტების ჯგუფის, Pussy Riot-ის წევრებმა რუსეთის სამთავრობო შენობებზე ლგბტ დროშები დაკიდეს.

ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, მათ ცისარტყელას დროშები დაკიდეს "რუსეთის სახელმწიფოებრიობის ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოებზე".

მათ მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ლგბტ დროშები დაკიდეს რუსეთის კულტურის სამინისტროს შენობაზე, ფედერალური უშიშროების სამსახურის შენობაზე, რაიონის პოლიციაზე, უზენაესი სასამართლოს შენობაზე. 

მათ სოციალურ ქსელში გაზიარებული პოსტით გაავრცელეს თავიანთი მოთხოვნები, რაც მოიცავს, ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის დაკანონებას, რუსეთში ლგბტ პირების წინააღმდეგ დისკრიმინაციის დასრულებას, ჩეჩნეთში ლგბტ პირების გატაცებისა და მკვლელობების საქმეების გამოძიებას. ჯგუფმა ასევე რუსეთში მიღებული კანონის გაუქმება მოითხოვა, რითაც ჰომოსექსუალიზმის "პროპაგანდა" იკრძალება.

"დღეს ჩვენ ვჩუქნით ცისარტყელას, როგორც არასაკმარისი სიყვარულისა და თავისუფლების სიმბოლოს - ვჩუქნით ყველას". – წერენ ჯგუფის წევრები. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები