აშშ-ს არჩევნები 2020

აშშ-ს მეორე საპრეზიდენტო დებატები 15 ოქტომბერს ვირტუალურად გაიმართება

Asia Times

აშშ-ს საპრეზიდენტო დებატების კომისიამ გამოაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის მეორე საპრეზიდენტო დებატები 15 ოქტომბერს ვირტუალურად გაიმართება

კომისიის განცხადებით, "აუცილებელია, ყველა ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა".

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ 3 დღის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა, თეთრ სახლში დაბრუნდა. ტრამპი კორონავირუსისგან ჯერ არ გამოჯანმრთელებულა და ექიმების თქმით, ის კვლავ გადამდებია, თუმცა მკურნალობას თეთრ სახლში გააგრძელებს.

30 სექტემბერს აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დებატები გაიმართა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და დემოკრატიული პარტიიდან მის მთავარ კონკურენტს, ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის. დებატები 6 15-წუთიან ნაწილებად იყო დაყოფილი და შემდეგ თემებს შეეხებოდა: კორონავირუსის პანდემია, უზენაესი სასამართლო, წინასაარჩევნო მარათონი, სამართლიანი არჩევნები, ეკონომიკა და კანდიდატების ისტორია.

ვრცლად პირველი დებატების შესახებ წაიკითხეთ აქ.

22 ოქტომბერს მათ შორის კიდევ ერთი დებატები უნდა გაიმართოს. 

აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბერს აშშ-ში ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. მოქმედი ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის და დემოკრატიული პარტიის კალიფორნიის სენატორის, კამალა ჰარისის საუბრის მთავარი თემა კვლავ კორონავირუსი იყო.

კომენტარები