2020 წელს გარდაცვლილები

80 წლის ასაკში მომღერალი ჯონი ნეში გარდაიცვალა

Fox News

80 წლის ასაკში ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯონი ნეში ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. 

ჰიუსტონელი მუსიკოსი სცენაზე 50-იან წლებში გამოჩნდა. პირველი წარმატება 1957 წლის სიმღერამ A Teenager Sings The Blues მოუტანა. იყო ავტორი კომპოზიციებისა You Got Soul, Rock Me Baby, ჩაწერა დორის დეის A Very Special Love და სემ კუკის Wonderful World ქავერები. 1968 წელს იმოგზაურა იამაიკაში, სადაც პირველი რეგის შემსრულებელი ამერიკელი გახდა. მეგობრობდა და თანამშრომლობდა ბობ მარლისთან. კარიერის მანძილზე გამოაქვეყნა 17 ალბომი.

ნეშის მთავარი ჰიტი 1972 წელს გამოსული სიმღერა I Can See Clearly Now გახდა, კომპოზიცია არაერთი ფილმის საუნდტრეკი გახდა და წლების განმავლობაში მრავალი შემსრულებლის მიერ დაქავერდა.

 

კომენტარები