აშშ-ს არჩევნები 2020

ტრამპი: ვირტუალურ საპრეზიდენტო დებატში მონაწილეობას არ ვაპირებ 

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: USnews.com

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის ვირტუალურ საპრეზიდენტო დებატში მონაწილობას არ მიიღებს. 

ის გამოეხმაურა აშშ-ს საპრეზიდენტო დებატების კომისიის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის მეორე საპრეზიდენტო დებატები 15 ოქტომბერს ვირტუალურად უნდა გაიმართოს. კომისიის განცხადებით, "აუცილებელია ყველა ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა".

"მე არ ვაპირებ დროის დაკარგვას პირად დებატზე. კომპიუტერის უკან იჯექი - ეს სასაცილოა... მე არ ვაპირებ ვირტუალურ დებატებში მონაწილეობის მიღებას". - თქვა პრეზიდენტმა. 

ტრამპის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ მისი მეტოქე "დაეცვათ".

ბაიდენი ვირტუალურ ფორმატში დებატების გამართვას დასთანხმდა.

კომისიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას დონალდ ტრამპს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ტრამპის ექიმის განცხადებით, საავადმყოფოში მას უმკურნალეს, გამოწერეს და ამჟამად, ვირუსის სიმპტომები აღარ აქვს.

30 სექტემბერს აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დებატები გაიმართა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და დემოკრატიული პარტიიდან მის მთავარ კონკურენტს, ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის. დებატები 6 15-წუთიან ნაწილად იყო დაყოფილი და შემდეგ თემებს შეეხებოდა: კორონავირუსის პანდემია, უზენაესი სასამართლო, წინასაარჩევნო მარათონი, სამართლიანი არჩევნები, ეკონომიკა და კანდიდატების ისტორია.

ვრცლად პირველი დებატების შესახებ წაიკითხეთ აქ.

აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბერს აშშ-ში ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. მოქმედი ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის და დემოკრატიული პარტიის კალიფორნიის სენატორის, კამალა ჰარისის საუბრის მთავარი თემა კვლავ კორონავირუსი იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები