საქართველოს საპატრიარქო

სომხეთის შემდეგ საქართველოს პატრიარქი აზერბაიჯანის ელჩსაც შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა. ფაიდ გულიევი ილია მეორემ საპატრიარქოში დღეს, 8 ოქტომბერს მიიღო. 

"ბ-ნმა ელჩმა მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადა მიღებისთვის, ასევე გავრცელებული განცხადებისა და მშვიდობისკენ მოწოდებისთვის.

კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩის რანგში საქმიანობის დაწყება მიულოცა ბ-ნ ფაიდს და კვლავ გამოთქვა წუხილი საომარი მოქმედებების გამო. ბოლოს დასძინა: "სიმართლეზე ძვირფასი არაფერია; უნდა ვეძიოთ იგი; სიმართლემდე კი გზა ნაბიჯ-ნაბიჯაა გასავლელი". - აცხადებს საპატრიარქო და აღნიშნა, რომ ილია მეორემ იგივე უთხრა სომხეთის ელჩს, გუშინდელ შეხვედრაზე.

"ინებოს ღმერთმა, რომ ეს სამართლებრივი, მშვიდობიანი მეთოდებით განხორციელდეს" - ნათქვამია საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები