ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით 0.63 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 1.16 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ახალი გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან მიმართებით 0.63 თეთრით გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულება 3.223 ლარია. ლარი ევროსთან მიმართებით კი 1.16 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 3.7919 ლარს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი.

სექტემბრის თვეში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 150 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. 2020 წელს სებ-მა სულ 460 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე.

კომენტარები