არმაზ ახვლედიანი

რალფ ფაინსმა არმაზ ახვლედიანის მხარდასაჭერი ვიდეო ჩაწერა

0 კომენტარი

ინგლისელმა მსახიობმა, რალფ ფაინსმა, ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის მხარდასაჭერი ვიდეო ჩაწერა.

ვიდეო ევროპული საქართველოს ოფიციალურმა Facebook გვერდმა გაავრცელა.

"არმაზ, მოგესალმები, რალფი ვარ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ შენი კამპანიისთვის. გასულ წელს ჩვენ დრო ერთად გავატარეთ, შენი გაცნობა ძალიან გამიხარდა და ვიცი, რომ შენ უხელმძღვანელებ პრინციპულ, ჰუმანურ, გამჭვირვალე, პატიოსან და გულწრფელ კამპანიას ყველა მოქალაქის სახელით. გისურვებ წარმატებას და გიგზავნი მხარდაჭერას, კეთილ სურვილებსა და მეგობრობას". - ამბობს ვიდეოში მსახიობი.

რალფ ფაინსი კარიერის განმავლობაში ოსკარზე ორჯერ, ხოლო ოქროს გლობუსზე ოთხჯერ არის ნომინირებული. ის განსაკუთრებით ცნობილი გახდა შინდლერის სიაში, ჰარი პოტერსა და სასტუმრო ბუდაპეშტში შესრულებული როლებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები