საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში მაკედონიას შეხვდება

GFF

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფის ფინალში მაკედონიას შეხვდება. 

მაკედონიის ნაკრებმა კოსოვო დაამარცხა ანგარიშით 2-1. 

დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 1-0 და ევროპის ჩემპიონატის D დივიზიონის საკვალიფიკაციო პლეიოფის ფინალში გავიდა. 

მე-7 წუთზე საქართველოს ნაკრების მე-10 ნომერმა, თორნიკე ოქრიაშვილმა პენალტი გაიტანა. ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა.

კომენტარები