ლარის კურსი

30 მლნ დოლარის გაყიდვის შემდეგ, ლარი დოლართან 0.6 თეთრით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

0 კომენტარი
ფოტო: კოლაჟი ტაბულა

9 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.61 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან -  0.47 თეთრით გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 3.2172 ლარია, ერთი ევროსი - 3.7966 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო აუქციონზე სებ-მა კიდევ 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.2168 ლარია.

სექტემბრის თვეში ლარი დოლართან 18 თეთრით, ხოლო ევროსთან 16 თეთრით გაუფასურდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 150 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. 

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. 2020 წელს სებ-მა სულ 470 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები