ჩინეთი-ჩრდილოეთ კორეა

ჩინეთი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს - KCNA

ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიის დაარსების 75 წლისთავის აღსანიშნავად გაგზავნილ წერილში ჩინეთის მმართველი, სი ძინფინგი, წერს, რომ ის ფხენიანთან ურთიერთობის გაღრმავებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს. 

"ჩვენი მიზანია, რომ წარმატებით დავიცვათ, გავამყაროთ და განვავითაროთ ჩინეთ-კორეის ურთიერთობები კორეელ ამხანაგებთან ერთად და წავახალისოთ ორი ქვეყნის სოციალისტური საქმის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარება". - ახდენს სი ძინფინგის ციტირებას KCNA. 

სი ძინფინგი ასევე წერს, რომ გასულ წლებში ჩრდილოეთ კორეის მიღწევებით ძალიან ნასიამოვნებია. 

მაისში სი ძინფინგმა, მოკავშირე ქვეყანას, ჩრდილოეთ კორეას, კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა. დღემდე ჩრდილოეთ კორეა ამბობს, რომ კომუნისტურ ქვეყანაში ახალი კორონავირუსი არ დადასტურებულა. თუმცა ეს საეჭვოა.

2018-2019 წლებში სი ძინფინგი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ. გასული წლის დეკემბერში ჩინეთი რუსეთთან ერთად ჩრდილოეთ კორეისთვის ზოგი სანქციის მოხსნის ინიციატივითაც გამოვიდა.

კომენტარები