მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

პრეზიდენტი: მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას

0 კომენტარი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. 

"მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას და მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლებისკენ მოვუწოდებ. გრძელვადიანი მშვიდობიანობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია ჩვენი რეგიონისთვის". – წერს სალომე ზურაბიშვილი. 

საქართველოს პრეზიდენტს, მსგავსად საგარეო საქმეთა სამინისტროსი, თავის განცხადებაში ყურადღება არ გაუმახვილებია იმ ფაქტზე, რომ შეთანხმება რუსეთში დაიდო, იმ ქვეყანაში, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოსთან მიმართებით არ ასრულებს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. 

9 ოქტომბერს აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის მოსკოვში დაწყებული შეთანხმება 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა, რის შედეგადაც მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უძღვებოდა. 

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიხუნ ბაირამოვი მოსკოვში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც წინა დღით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ორივე მხარეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. 

რაზე შეთანხმდნენ მხარეები წაიკითხეთ აქ

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა, ომი აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად მიმდინარეობს. მხარეებს შორის, წინა დაპირისპირებებისგან განსხვავებით, მიმდინარე კონფლიქტში განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება დრონები და უპილოტო საფრენი აპარატები. 

ასევე, გამოიყენება არტილერია, მძიმე ჯავშანტექნიკა და სარაკეტო სისტემები, დაღუპულია ათეულობით ადამიანი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები