ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 230 ადამიანს ჩაუტარდა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 257 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 829 ადამიანი, 21 კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 253 და გარდაიცვალა 6 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 119 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 074 შემთხვევაა აქტიური. 

კომენტარები