ქურდობა თბილისში

შსს: Glovo-ს თანამშრომელს ჭავჭავაძეზე არასრულწლოვნებმა მოპედი მოპარეს

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Glovo-ს თანამშრომელს ჭავჭავაძეზე არასრულწლოვნებმა მოპედი მოპარეს.

"მოქალაქე შ.გ.-მ, რომელიც კომპანია Glovo-ს თანამშრომელია, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ველობილიკზე რამდენიმე წუთით დატოვა თავისი მოპედი, თვითონ ჰიპერმარკეტ აგროჰაბში შევიდა შეკვეთის ასაღებად, უკან დაბრუნებულს კი მოპედი ადგილზე აღარ დახვდა". – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

პოლიციამ ნაქურდალი მოპედი ისანი-სამგორის რაიონში იპოვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები