ტაილანდი

ტაილანდში ავტობუსი მატარებელს შეეჯახა, დაიღუპა 20 ადამიანი

Reuters

ტაილანდში ავტობუსის მატარებელთან შეჯახების შედეგად, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. ავარია კვირა დილით მოხდა, ბანკოკიდან 50 კილომეტრის დაშორებით.

ტაილანდის პოლიციის თანახმად, ტურისტულ ავტობუსს 60-მდე მუშა ბუდისტურ ტაძარში, ბუდისტური მარხვის დასრულების აღმნიშვნელ ცერემონიაზე დასასწრებად მიჰყავდა. მატარებელთან შეჯახების შედეგად ავტობუსი გვერდზე გადატრიალდა.

ავტოსაგზაო შემთხვევები ტაილანდში საკმაოდ ხშირად ხდება. ამის მიზეზი უსაფრთხოების ცუდი სტანდარტები და დატვირთული საგზაო მოძრაობაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, ტაილანდი ავტოსაგზაო შემთხვევებში სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა.

კომენტარები