თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 12 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და  გელოვანის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაფიელ აგლაძის, ვახუშტი ბაგრატიონის, დავით ყიფიანის და ქუთაისის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ათონელის, მტკვრის, შოთა ნიშნიანიძის, ორბელიანის, სანაპიროს და  ფურცელაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ვიქტორ დოლიძის, იოსელიანის, გურამ ბზვანელის და სულხან ნასიძის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". – აცხადებს თელასი.

კომენტარები