კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარაში გამოვლინდა, 178 - თბილისში

armradio.am

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 12 ოქტომბერს დადასტურებული კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 - აჭარაში გამოვლინდა, 178 - თბილისში. 

"ყველაზე მეტი კვლავ აჭარაში გამოვლინდა - 196 შემთხვევა, თბილისში - 178, იმერეთი - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი -13, ქვემო ქართლში - 15, შიდა ქართლში - 6, გურია - 1, მცხეთა მთიანეთში - 4". – თქვა ენდელაძემ. 

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 50-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, მათგან რვა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი, ერთი კი - ცხინვალიდან. 

ენდელაძის ინფორმაციით, დღეს, გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 3 - აჭარაში მკურნალობდა, 2 - თბილისში, 1 კი - საჩხერეში. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 91 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები