ჯიმ კერი

ჯიმ კერიმ ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის თავზე დაფრენილი ბუზი განასახიერა

8 ოქტომბერს მოქმედ ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსსა და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს შორის დებატები გაიმართა. 

დებატების მსვლელობისას პენსს თავზე ბუზი დააფრინდა და თითქმის ერთი წუთის განმავლობაში ვიცეპრეზიდენტის თმაზე უძრავად იჯდა. 

მალევე, ინტერნეტ სივრცეში მწერს "პენსის ბუზი", "ენთ მენი", "ჯეფ გოლდბლუმი" შეარქვეს. დებატებს მრავალი მიმი და ინტერნეტ ხუმრობა მოჰყვა, ხოლო Saturday Night Live-მა სკეჩი გამოუშვა, რომელშიც ბუზი კომიკოსმა ჯიმ კერიმ განასახიერა.

სკეჩის სიუჟეტის მიხედვით, ჯიმ კერის მიერ განსახიერებული ჯო ბაიდენი მაიკ პენსის თავზე ტელეპორტირდება, მაგრამ ტელეპორტში მოხვედრილი ბუზის გამო, თანდათანობით ჯეფ გოლდბლუმად გარდაიქმნება(სცენა სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის, ბუზის, პაროდიაა, რომელშიც მთავარ როლს ჯეფ გოლდბლუმი ასრულებს). ბოლო წუთებში პენსის თავზე კიდევ ერთი ბუზი ჩნდება, რომელიც კორონავირუსით გარდაცვლილი ბიზნესმენის, ჰერმან კეინის რეინკარნაციაა.

 

 

კომენტარები