არჩევნები 2020

მუქარა, ამომრჩევლის მოსყიდვა და ძალადობრივი ქმედებები — საიას შუალედური ანგარიში

მთავარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სექტემბრის თვეში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი.

სექტემბრის თვეში საიას დამკვირვებლებმა შემდეგი დარღვევები დააფიქსირეს:

  • სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა
  • ამომრჩევლის მოსყიდვის 1 შემთხვევა
  • მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 შემთხვევა
  • პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის 3 შემთხვევა

"კვლავ გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება, რაც მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად, ისევე როგორც, ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმება. 

სექტემბერი გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით, რამაც საგანგაშო ხასიათი მიიღო ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების დროს. ამ მოვლენებს მიღმა, საიასთვის ცნობილი გახდა ოპოზიციური პარტიების (ნაციონალური მოძრაობა, ლელოსტრატეგია აღმაშენებელი, ლეიბორისტები) აქტივისტებზე მუქარისა და თავდასხმის შემთხვევებიც. ყველა მათგანი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ხელისშეშლის ფაქტები (ლელო და ერთიანი საქართველოს დემოკრატიული მოძრაობა), რაც თანასწორი საარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელია". – წერია საიას ანგარიშში.

საია აგრძელებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს.

 

კომენტარები