არჩევნები 2020

Edison Research: დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს: ოცნება - 36%, ენმ - 17%, ევროპელები - 5%

0 კომენტარი
ფოტო: ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით კითხვაზე "ვის მისცემდით ხმას, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს", გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 36%

გადაუწყვეტელი/უარი პასუხზე - 24%

ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია - 17%

ევროპული საქართველო - 5%

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 4%

ლეიბორისტული პარტია - 3%

პატრიოტთა ალიანსი - 3%

ლელო - 2%

გირჩი - 2%

მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) - 1%

გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%

სხვა პარტიები - 1%

კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, 17 სექტემბერი – 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. Edison Research-მა ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 1.5%-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები