არჩევნები 2020

Edison Research: გამოკითხულთა 70% კოალიციურ მთავრობას უჭერს მხარს, 30% - ერთპარტიულს

ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით კითხვაზე - "საქართველოს მომავალზე რომ დაფიქრდეთ, კოალიციური მთავრობა გირჩევნიათ, თუ ერთპარტიული მთავრობა", გამოკითხულთა 70% კოალიციურ მთავრობას უჭერს მხარს, 30% კი - ერთპარტიულს. 

კვლევა, ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, 17 სექტემბერი – 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. Edison Research-მა ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 1.5%-ია.

 

კომენტარები