არჩევნები 2020

Edison Research: ვინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი: ბაქრაძე - 26%

გიორგი ვაშაძე / დავით ბაქრაძე / მიხეილ სააკაშვილი

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით კითხვაზე - "ვინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში", პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

დავით ბაქრაძე - 26%

გიორგი ვაშაძე - 23%

მიხეილ სააკაშვილი - 21%

გამოკითხულთა 70% ამბობს, რომ კოალიციური მთავრობა სურს, 30%-ს ერთპარტიული მთავრობა ურჩევნია.

კვლევა, ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, 17 სექტემბერი – 7 ოქტომბრის პერიოდში პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. Edison Research-მა ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 1.5%-ია.

კომენტარები