კარდენახი

შსს: კარდენახში პირმა მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1959 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა გურჯაანში, სოფელ კარდენახში ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თანასოფლელი, 1968 წელს დაბადებული ი.ი. მუცელში ცივი იარაღით დაჭრა.

"პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სოფელ კარდენახში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს". – წერია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები