ეკონომიკა

საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.9%-ით შემცირდა

brianchristner.io

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.9%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.1%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი (15.9%-ით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა.

დეტალური მონაცემები საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

კომენტარები