14 ოქტომბერს ელექტრომომარაგება კრწანისის რაიონის ნაწილს შეუწყდება

ხვალ, 14 ოქტომბერს, კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

კერძოდ, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა დადიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება".

კომენტარები