ქუთაისი

კაცი, რომელმაც ლელოს წევრს ქუთაისში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დააკავეს

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში ლელოს წევრისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო 1993 წელს დაბადებული თ.ყ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბრალდებულმა, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს. დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია". – წერია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გუშინ, 13 ოქტომბერს ლელოს წევრმა, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ პარტიის შტაბის წევრს თვალი აქვს დაზიანებული და ხელშია დაჭრილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები