კორონავირუსი აჭარაში

COVID-19 აჭარაში - 24 საათში დადასტურდა 189 შემთხვევა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა - 207

0 კომენტარი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა - 207. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 7 პაციენტიდან 4 ქალი იყო, 3 - კაცი. ისინი 66 წლიდან 90-წლამდე პირები იყვნენ. მისივე თქმით, მათი გარდაცვალების მიზეზი, ძირითადად, თანმხლები დაავადებები იყო.

მათივე ინფორმაციით, მკურნალობას კლინიკებში 550 პაციენტი გადის - მათგან 15 არასრულწლოვანია, 26 ორსული. რეანიმაციაში 53 ინფიცირებულია მოთავსებული. COVID-სასტუმროებში 753 ადამიანია, მათგან 47 არასრულწლოვანია. ბინაზე 900-მდე ადამიანი მკურნალობს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 47 საწოლი ამ დროისთვის თავისუფალია.  

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 680 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი, გამოჯანმრთელდა - 292. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები