დავითგარეჯის საქმე

მეუფე მელქისედეკი დავითგარეჯზე: სინოდის წევრმა არ ვიცი, რა ხდება, რიგითი მღვდელი საუბრობს

0 კომენტარი

"წმინდა სინოდის წევრმა არ ვიცი, რა ხდება და, ამავდროულად, საქართველოს ეკლესიის რიგითი მღვდელი საუბრობს ამ თემებზე, ჩემთვის ეს მიუღებელია". – ამბობს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე დავითგარეჯის თემაზე საუბრისას.

"მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ხალხს, ამ ორ ადამიანს ასეთი დამოკიდებულების გამო.

[...] ვინაიდან 2014-ში უკვე ეს ყველაფერი იცოდნენ, 6 წლის განმავლობაში რატომ დუმდნენ? არ ვიცი". – ამბობს მეუფე მელქისედეკი.  

ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა 8 ოქტომბერს თქვა, რომ დავითგარეჯის საქმეში მოწმეებად სასულიერო პირები არიან, "თითქოს, ესწრებოდნენ გარკვეულ შეხვედრებს და ჰქონდათ იმდენი ექსპერტული ცოდნა, რომ მათ გაარჩიეს, რომელი რუკების გამოყენებას ჰქონდა ადგილი და რომელი რუკების გამოყენებას - არა."

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები