რუსეთი - აშშ

ლავროვი აშშ-ს პოლიტიკაზე მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიაში: აშშ იქცევა უხეშად და უტაქტოდ

РИА Новости

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ რადიო არხებთან მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს უხეშ ჩარევაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, რუსეთი მსგავსი მეთოდებით არ აპირებს მოქცევას.

"ისინი (აშშ) იქცევიან უხეშად, უტაქტოდ და უსირცხვილოდ, მაგრამ თან ცდილობენ ყველას ასწავლონ, რომ პატივი სცენ თითოეული ერის უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი ბედი. ისინი ცდილობენ, ამ უფლებას ფორმა მისცენ საკუთარი საელჩოების საშუალებით, ასე იყო კიევში, ორივე მაიდანის დროს. ყველამ მშვენივრად იცის, სად და რა რაოდენობითაა იქ ოფიციალურ სამთავრობო შენობებში განთავსებული FBI-ს და CIA-ის წარმომადგენლები". – თქვა ლავრომა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ს იმავეს აკეთებს მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიაში.

"ჩვენ ვხედავთ ამას, ამერიკის ელჩის საჯარო განცხადებებიდანაც კი. ისინი ატარებენ საკუთარ ინტერესებს სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებში. ამასაც ვხედავთ და ვიცით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ სახის მეთოდებით არ უნდა ვიმოქმედოთ". – თქვა სერგეი ლავროვმა.

კომენტარები