მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ლავროვი: სწორი იქნება, თუ ყარაბაღში ჩვენი სამხედრო დამკვირვებლები იქნებიან

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

რუსული მედია წერს, რომ რუსეთის ფედერაცია არ გამორიცხავს, ​​რომ მთიანი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმში შეიძლება რუსი სამხედრო დამკვირვებლები იყვნენ ჩართულნი:

"ახლა ვერიფიკაციის მექანიზმებში სამშვიდობოების მონაწილეობის საჭიროებაც კი არ არის, სამხედრო დამკვირვებლებიც საკმარისი იქნებოდნენ. ჩვენ ვთვლით, რომ აბსოლუტურად სწორი იქნებოდა, თუკი ისინი ჩვენი სამხედრო დამკვირვებლები იქნებოდნენ, თუმცა, საბოლოო სიტყვა მხარეებმა უნდა თქვან. სათქმელადაც კი არ ღირს, რომ ჩვენ იქიდან ამოვდივართ, რომ ერევანსა და ბაქოში გაითვალისწინებენ ჩვენს მოკავშირეობრივსა და სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას."

ლავროვისვე თქმით, "ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ ამის მიუხედავად აუცილებელია დაუყოვნებლივ შეკრება საომარი ხაზის გასწვრივ და შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმზე, რაც ჩვენს დოკუმენტშია ნახსენები, რომლის განხილვა ჯერ არავის დაუწყია".

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

სომხეთი თურქეთს აზერბაიჯანის ღიად დახმარებაში და იარაღის და სამხედრო ძალის მიწოდებაში ადანაშაულებს, მათ შორის საუბარია აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნაზე, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები