თბილისის ქუჩები, რომლებსაც 15 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 15 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, პეტრიწის (ნაწილობრივ) და დელისის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ) და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟვანიას (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-2  IIIა  მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების I, III, IIIა მიკრორაიონების და რაფიელ დვალის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის და იუნკერთა ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". – აცხადებს თელასი.

კომენტარები